fbpx
საზოგადოება

“ჩემი გოგონა პლასტიკური ოპერაციით? თავს მოვაჭრი!” – ვანა ბარბა

ვანა ბარბას ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა ახალგაზრდა გოგონებზე, რომლებიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ. ასევე, დაუსვეს შეკითხვა, რა რეაქცია ექნება, თუ მისი გოგონა მოინდომებს საკუთარი გარეგნობის შეცვლას ქირურგიის გზით. ვანა ბარბა ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ კატეგორიული იყო.

“ჩემი თავი არ მაინტერესებს, მე დრო არ მაქვს… ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ მნიშვნელობას, – განაცხადა მან თავდაპირველად. ხოლო როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ახალგაზრდა გოგონებზე, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში მიდიან და უკვე პლასტიკურ ოპერაციები აქვთ გაკეთებული, ვანამ განაცხადა: “ეს გოგონები რეალობიდან უნდა გამოვრიცხოთ. ისინი ვერ ჯდებიან მასში. ეს სირცხვილია”!

როდესაც ვანას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა “რა რეაქცია გექნება იმ დროს, შენი ქალიშვილი რომ მოვიდეს და გითხრას, დედა მკერდის ან სხვა რამის პლასტიკური ოპერაცია მინდა”? ამაზე ვანამ განაცხადა: “არ არსებობს, ჩემი გოგონა პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებს. თავს მოვაჭრი… გამორიცხულია… ამას ნამდვილად მკითხავს? ისინი ხომ ჯერ სულ პატარები არიან… კი მაგრამ 18 წლის გოგონებს პლასტიკურ ოპერაციას უკეთებენ? მოდით, კარგი საქმეები ვაკეთოთ!”

onalem

ტესტ