“ცეცხლით”, ცეკვითა და კლარნეტით – ელენი ფურეირა ევროვიზია 2018-ზე
“წარმოგიდგენია, რომ ელენი ფურეირამ არ იცეკვოს? მე ვიტყოდი, რომ არა. რა თქმა უნდა, ვიცეკვებთ!” – ამბობს ელენი ფურეირა თავის მომავალ გამოსვლასთან დაკავშირებით ევროვიზია 2018-ზე.
ფურეირა წელს კონკურსზე, რომელიც ლისაბონში ჩატარდება, კვიპროსს წარადგენს.
მან ტელეკომპანია ANT-ზე ისაუბრა და სიმღერის შესახებ მცირე ინფორმაცია გაამხილა.
მისი თქმით, სიმღერის სახელია “Fuego”, რაც ცეცხლს ნიშნავს და ის ინგლისურ ენაზე, კლარნეტის თანხლებით შესრულდება.
იხილეთ მისი ინეტრვიუ ტელეკომპანიასთან: