ლექცია-სემინარი სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის & საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “კავკასიაში” – Georgians.gr

ლექცია-სემინარი სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის & საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “კავკასიაში”

ლექცია-სემინარი სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის & საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “კავკასიაში”

კვირას, 26 მარტს, 14:00 საათზე, ამერიკული კერძო უნივერსიტეტის – City Unity College-ისა და ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიასთან” არსებული „ბერძნულ-ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის“ თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა საგანამანათლებლო შინაარსის ლექცია-სემინარი თემაზე: “Non Governmental Organisations (NGO)” – “არასამთავრობო ორგანიზაციები”.

ძირითადი თემატიკა: – არასამთავრობო ორგანიზაციის არსი, მიზანი და ფორმები; – რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი დამფუძნებლები, და საზოგადოდ, როგორ შეიძლება შეიქმნას ის და ფუინქციონირებდეს საზოგადოების სამსახურში? – დაფინანსების შესაძლებლობები და წყაროები; – ფინანსური ვალდებულებები საბერძნეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის (ΔΟΥ) მიმართ, და სხვ.

სამუშაო ენები: ინგლისური, ბერძნული და ქართული.

ლექტორები:

– Rosa Salis, Antonio Vincenzo Cardia, Università di Cagliari-დან (კ. სარდინია, იტალია) და – Enri Hysenbelli (ათენის უნივერსიტეტი), რომლებიც „კავკასიაში“ მომუშავე „საბერძნეთის მიგრანტთა ფორუმში“ მოხალისე პრაქტიკანტები (Internship) არიან.
– დოქტ. ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი & კულტურის ცენტრ “კავკასიის” დამფუძნებელი.
სემინარის კოორდინატორი: ბექა ბექაური, City Unity College-ის მაგისტრატი და თანამშრომელი.

ლექცია-სემინარის შემდეგ, 15:00 საათზე, გაიმართა აქცია-კონცერტი, ულამაზესი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, ათენის კულტურის ცენტრ “კავკასიის” ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედთა შესრულებით. მონაწილეობდნენ: ჯუნა ხარაიშვილი, ქრისტი ჭელიძე, ლიკა მაჩიტიძე, მამუკა ინაძე (სამხატვრო ხელმძღვანელი) და ბექა აზრუმელაშვილი .

კონცერტის პარალელურად, განხორციელდა წიგნების, სუვენირებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო მიზნით, და კერძოდ, მიეძღვნა 20 წლის ავადმყოფი სპორტცმენის – გიორგი ლოსაბერიძის მკურნალობის ხარჯების შეგროვებას. მომდევნო 3 შაბათ-კვირას დაგეგმილია, გაგრძელდეს მსგავსი ჰუმანიტარული აქციები: წიგნების, სუვენირებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

მადლობა კომპანია Unistream-ს რომელმაც გამოიჩინა ყურადღება და მონაწილეობა მიიღო ჩვენს ღონისძიებაში.