fbpx
საზოგადოება

ბულგარეთში მაღალმა ტემპერატურამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

ბულგარეთში სიცხე მძვინვარებს. საბერძნეთის მსგავსად, მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ინსტიტუტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.

სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, 1 ივლისს, ძლიერი სიცხის გამო 4 ადამიანი გარდაიცვალა. დედაქალაქის 4 მაცხოვრებელი საავადმყოფოში მოხვდა, რადგან ქუჩაში გონება დაკარგა. ეს კი თერმულმა ინსულტმა განაპირობა.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. ამ დღეს სამედიცინო ცენტრში 178 ზარი დაფიქსირდა.

მეტეოროლოგები მოქალაქეებს ურჩევენ, გრილი ოთახი არ დატოვონ. ხოლო, თუ სადმე წასვლა აუცილებელია, თან იქონიონ ცივი წყლის მარაგი.

onalem

ტესტ