ბრიტანეთში რესტორანმა 5 წლიდან და ქვემოთ ბავშვების შიგნით შეშვება აკრძალა

რესტორნის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებამ მშობლების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია,თუმცა რეატორნის უფროსი აზრს არ იცვლის. საუბარია რესტორან ,,Organic Kitchen”-ზე რომელიც ბრიტანეთის ,,Buckhurst Hill”-ზე მდებარეობს.

აღნიშნული რესტორანი სექტემბერში გაიხსნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებსა და მშობლებში, რადგან რამდენიმე სკოლასთან და ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარეობს. თუმცა რამდენიმე დღის წინ მათ შესასვლელში დახვდათ გაკრული, რომ 5 წლის ბავშვები არ შეიშვებიან.

ამ გადაწყვეტილებას რეაქცია მოჰყვა და სურათი გაკრული ნიშნით მარკეტინგული გახდა. რესტორნის ადმინისტრაციამ კი თქვა: “ეს ახალი კანონი საჭიროა ჩვენი რესტორნისთვის, იმიტომ, რომ შემოდიან დიდი საბავშვო ეტლებით ასეთ პატარა რესტორანში და ფაქტობრივად ჩვენს მიმტანებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, სახიფათოა ისიც, რომ რამე მოხდეს, ხალხი გასვლას ვერ მოასწრებს, რადგან ეტლები გასასვლელში დგას.” მან ასევე დაამატა: “ბავშვები უმიზეზოდ ტირიან და ეს მშობლებს არ აინტერესებთ, რაც კლიენტების რიცხვს ამცირებს.”ბევრჯერ მოვიდნენ დედები ბავშვებით, ხედავდნენ, რომ ისინი ტიროდნენ, თუმცა ეს სრულებით არ აინტერესებდათ”.

“ზოგი ბავშვი 2 საათის მანძილზე ტიროდა. ვიცით, რომ ეს რთული გადასაწყვეტი იყო, თუმცა მგონია რომ სწორი გადაწყვეტილებაა. არ შემიძლია, სხვა კლიენტებს, რომლებიც დასასვენებლად და სიამოვნებისთვის შემოდიან, ცუდი გარემო შევუქმნა. ბევრჯერ კლიენტი ბავშვის ტირილის გამო წასულა.” განაცხადა რესტორნის ადმინისტრაციამ.