fbpx
საქართველო

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი, რომელიც ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობის სამუშაოებაში მონაწილეობდა, ჩამოვარდა.

ჩამოვადნილი ვერტმფრენის ეკიპაჟი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

ვერტმფრენის ეკიპაჟის ოთხი წევრი, რომლებიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ისინი მაშინ დაშავდნენ, როცა 27 აგვისტოს, დაახლოებით 9:30 საათზე ვერტმფრენი წყლის აღებისას წყალში ჩავარდა.

შსს-ს ცნობით, ეკიპაჟს 4 წევრს მძიმე დაზიანებები მიღებული არ აქვთ, თუმცა ისინი პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით ისინი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრო დავით სერგეენკო. როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, პილოტებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ და მას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინისტრის თქმით, ეკიპაჟის წევრებს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი არა ჩამოვარდა, არამედ “ავარიული დაშვება განახორციელა”:

“ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

პირველადი ინფორმაციით, წყლის აღების დროს, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა. მფრინავების პროფესიონალური და ოპერატიული მოქმედების შედეგად, შესაძლებელი გახდა ვერტმფრენის დასმა, რითაც თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია. იმის გამო, რომ კალათა წყლით იყო სავსე, ავარიული დაშვება წყალზევე განხორციელდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ  სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს – „მი-8“ – ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა:

“მოცემულ დროს, ვერტმფრენის ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს აღნიშნულმა ვერტმფრენმა 600-მდე გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 1300-მდე ტონა წყალი დაასხა”.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

onalem

ტესტ