fbpx
საზოგადოება

ბონუსები მიკონოსის საჯარო მოხელეებს

მუნიციპალიტეტი 1,200 ევროს გამოყოფს თითო დასაქმებულისთვის, რომელიც კუნძულზე ცხოვრობს, მათ შორის არიან: პოლიციისა და პორტის თანამშრომლები, ასევე პედაგოგები და ექიმები.

ივლისის დასაწყისში მიკონოსზე ყოველი საჯარო მოხელე 1,200 ევროს მიიღებს, რათა აღარ განმეორდეს ისეთი სცენები, როგორიცაა: პედაგოგების საძილე ტომრებში და კარვებში ძილი ან მეხანძრეების იატაკზე წოლა, ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ კურორტზე.

ამ ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო სტრუქტურები არ იძლევიან შემოთავაზებული ტურისტული პროდუქტისა და მომსახურების დონის გაუმჯობესების საშუალებას. მეორე მხრივ, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ყოველწლიურად ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ უამრავ სერიოზულ პრობლემას აწყდება.

ამ მიზეზით 2017 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა ‘’ მთიან რეგიონებსა და კუნძულებზე მომუშავეთა წახალისების’’ დებულება.

მიკონოსის საკრებულომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, გამოყოს 350,000 ევრო იმ საჯარო მოხელეთათვის, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი ადგილი კუნძულზე.

onalem

ტესტ