ბომბი სოიბლესთვის საბერძნეთიდან გაიგზავნა

ასაფეთქებელი ნივთიერებების პაკეტი გერმანიის ფინანსთა სამინისტროში, ვოლფგანგ სოიბლეს მისამართით საბერძნეთიდან გაიგზავნა. გამგზავნი საბერძნეთის ოპოზიციური პარტია ”ახალი დემოკრატიის” ვიცე-პრეზიდენტი ადონის გეორგიადისია.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მიიქცია პაკეტმა შტამპით “MAIL AIR” საბერძნეთის ფოსტიდან, რომელიც გაგზავნილი იყო ვოლფგანგ სოიბლეს მისამართით. ბარათზე დამცინავად იყო მიწერილი შემდეგი მისამართი:
გეორგიადის სპირიდონ ადონის
აკადიმიას 84
ახალი დემოკრატია
10678
ათენი, ატიკი, საბერძნეთი

უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. მათ სასწრაფოდ გაანეიტრალეს ისინი. გერმანიის პოლიციის განცხადებით, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება პიროტექნიკაში. ის შექმნილი იყო იმისთვის, რომ სერიოზული ზიანი მიეყენებინა მისთვის, ვინც პაკეტს გახსნიდა.

melano

ტესტ