fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მიუროკრატიის მსხვერპლი: ბერძენი 14 წელია ამტკიცებს, რომ ის გარდაცვლილი არ არის

იანის დიმანტისს წარმოუდგენელი ბიუროკრატიული თავგადასავალი აქვს. მთელი 14 წლის მანძილზე ის ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი არ არის. თუმცა, უშედეგოდ. საბერძნეთში გამეფებული ბიუროკრატია ძალიან ძლიერი აღმოჩნდა.

დიმანტისის თავგადასავალი 14 წლის წინ დაიწყო, როდესაც 2003 წელს ეგალეოს მუნიციპალიტეტში ხმის მისაცემად მივიდა. მას უთხრეს, რომ ხმის მიცემა არ შეეძლო, რადგან საარჩევნო სიაში არ შედიოდა.

ის მუნიციპალიტეტის რეესტრში წავიდა, რათა გაეგო თუ რა პრობლემა ჰქონდა და რატომ იყო წაშლილი ამომრჩეველთა სიიდან. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მას უთხრეს: ”თქვენ მკვდარი ხართ!”

ის მკვდრად გამოცხადა მას შემდეგ, რაც ზუსტად ამავე სახელისა და გვარის მქონე ადამიანი პირეოსის საავადმყოფოში გადაიცვალა. მათი დედ-მამის სახელებიც ერთმანეთს ემთხვეოდა, განსხვავება მხოლოდ დაბადების თარიღში იყო.

ეგალეოს მუნიციპალიტეტიდან ის ათენის რეესტრში გააგზავნეს, სადაც გააწყვიტა საქმესთან დაკავშირებით საჩივარი შეეტანა. თუმცა, მოსამართლეებმა საჩივარზე უარი განაცხადეს და უთხრეს, რომ საჩივარი უნდა გაკეთებულიყო გარდაცვლილი იანის დიმანტისის მიერ, უკეთ რომ ვთქვათ, მისი ოჯახის მიერ.

ქვეყნის ბიუროკრატიის გამო სასოწარკვეთილმა წყვილმა ტელევიზია ANT1-ს მიმართა.

მათ 14 წლიან საშინელ ტანჯვაზე ისაუბრეს.

onalem

ტესტ