fbpx
საბერძნეთი

“ბევრი უცხოელი საბერძნეთის ციხეებში” – როგორ აფასებს ევროპის საბჭო ბერძნულ ციხეებს

ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნდა შეფასებები, რომლებიც 10 წლის მანძილზე ევროპის ციხეებში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

შეიწავლეს 51 ქვეყანაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები, მათ შორის საბერძნეთის ციხეები.

დასკვნების თანახმად, საბერძნეთში სამი მთავარი პრობლემა იკვეთება.

აქედან პირველი არის თავად პატიმრების გადაჭარბებული რაოდენობა. ციხეებში არსებული რესურსი არ ყოფნის იმ რაოდენობის ადამიანებს, რა რაოდენობაც იქ ხვდება, ამიტომ მუდმივად არსებობს ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

ამას გარდა, ევროპის საბჭო საუბრობს იმ ფაქტზე, რომ საბერძნეთის ციხეებში დიდი რაოდენობით უცხოელი პატიმრები იმყოფებიან, რაც ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს.

აღსანიშნავია საკითხიც, რომ საბერძნეთში ძალიან მაღალია პატიმართა თვითმკვლელობის ტენდენცია, ძალიან ბევრგან არ არსებობს სამედიცინო დახმარება, რის გამოც, ბევრი მათგანის სრულიად უმნიშვნელო პრობლემა ფატალურად სრულდება.

ამ ყველაფრის პარალელურად, საბერძნეთი ბევრად ჩამორჩება ევრიპის კავშირის სხვა ქვეყნებს ქალი პატიმრების რაოდენობით.

 

onalem

ტესტ