fbpx
საზოგადოება

ბერძნულმა საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – გარდაცვლილია პილოტი

დღეს დილით, დაახლოებით 08:50 საათზე, ბერძნული საბრძოლო თვითმფრინავი, T-2, სასწავლო ფრენისის განხორციელებისას, სპარტიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ჩამოვარდა.

ჩამოვარდა. კატასტროფას პილოტი, ნიკოს ვასილიუ ემსხვერპლა, რომელიც ორი შვილის მამა იყო.

ევია და სოფელი, საიდანაც გარდაცვლილი პილოტი იყო, გლოვამ მოიცვა. მას აღნიშნული თვითმფრინავით ფრენის 2500 საათიანი გამოცდილება ჰქონდა. ის საჰაერო ძალებში კარიერულ წინსვლებზე ოცნებობდა.

მას ტყუპისცალი ძმა დარჩა, რომელიც ასევე საჰაერო ძალებში მსახურობს. ის ჰყვება, თუ როგორი ბედნიერი ბავშვობა და ოჯახი ჰქონდათ და როგორი ინტერესი ჰქონდა ნიკოს თვითმფრინავების მიმართ.

საბრძოლო თვითმფრინავი ტყის ტერიტორიაზე დაეცა, თავდაპირველად უცნობი იყო პილოტის მდგომარეობა, თუმცა, მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

onalem

ტესტ