fbpx
საზოგადოება

ბერძნულმა კომპანიამ DEMO დიდი შემოწირულობა გაიღო ორგანიზაცია ”ბავშვის ღიმილისთვის”

ბერძნულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ DEMO არაკომერციულ ორგანიზაციას “ΧΑΜΟΓΕΛΟ ΤΟΥ ΠΑΙΔΙΟΥ” ( ”ბავშვის ღიმილი”) საჩუქრად მნიშვნელოვანი თანხა გადასცა.

კომპანიამ უსახლკარო ბავშვების ფაქტობრივად სახლად ქცეულ ორგანიზაციას 25,000 ევრო აჩუქა.

DEMO საბერძნეთის საავადმყოფოებში სისხლის მთავარი მიმწოდებელი კომპანიაა, რომლის ყველა სისხლის შრატის პაკეტს 2017 წლის 4 იანვრიდან ორგანიზაცია ”ბავშვის ღიმილის” ლოგო აქვს, იმისათვის, რომ არ დაივიწყონ მისი არსებობა.

ფარმაცევტული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრის დემომ, აღნიშნული წვლილის შეტანის შემდეგ განაცხადა: ”მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ გაღებული შემოწირულობა, მაგალითი გახდება სხვა ორგანიზაციებისა თუ მედიცინის სფეროს კომპანიებისთვის, დაეხმარონ ”ბავშვის ღიმილს”. საქველმოქმედო ტენდენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, თუმცა, ჩვენ მის კიდევ უფრო გაფართოებას ველით.” 

onalem

ტესტ