fbpx
კულტურასაბერძნეთი

ბერძნული ყავა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია!

ბერძნული ყავის ერთი ფინჯანი ხანგრძლივი სიცოცხლის წინაპირობაა. ის შეიცავს არა მხოლოდ ზომიერი რაოდენობით კოფეინს, არამედ პოლიფენოლსა და ანტიოქსიდანტებს.

ამერიკელმა მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ბერძნულ ყავას გულის უკმარისობისა და ინსულტისაგან დამცავი თვისებები აქვს. კერძოდ, გულის უკმარისობის რისკი მცირდება 7%-ით, ხოლო ინსულტის რისკი 8%-ით. ასევე დადგინდა, რომ კუნძულ იკარიას მაცხოვრებლები, რომლებიც ბერძნული ყავის მუდმივი მომხმარებლები იყვნენ, ცოცხლობდნენ მინიმუმ 90 წლის მანძილზე. აქ ადამიანის სასიცოცხლო ციკლი გაცილებით მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ადგილას.

ითვლება, რომ ყავა სასარგებლოა გულისთვის, ვინაიდან ის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

ყავა მოხარშულია, რის გამოც ზედაპირზე ჩნდება ქაფი, რომელიც შეიცავს არაბიკას ყავის მარცვლებს. სწორედ ამიტომ ანტიოქსიდანტები უფრო ადვილად და დიდი რაოდენობით აღწევენ ადამიანის ორგანიზმში, ვიდრე ჩვეულებრივი ყავის მირთმევისას.

რაც მთავარია თქვენ იღებთ გაცილებით ნაკლები რაოდენობის კოფეინს.

საბერძნეთში ყავის მირთმევა მიღებულია დღეში სამჯერ, პატარა ზომის ფინჯნით. ეს არა მხოლოდ სასარგებლო სასმელი, არამედ ბერძნული კულტურისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ხასიათს!

onalem

ტესტ