fbpx
პოზიტივი

ბერძნული საინფორმაციო გვერდის მკითხველმა მირტოს სპეციალური სავარძელი აჩუქა

რამდენიმე ხნის წინ ბერძნულ საინფორმაციო გვერდზე Protothema.gr გავრცელდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ მირტოს, რომელსაც წლებია მთელი საბერძნეთი გულშემატკივრობს, თუმცა, სახელმწიფო საკმარის დახმარებას არ უწევს, სჭირდებოდა სავარძელი, რომლითაც აბაზანის მიღებას შეძლებდა.

ახლა კი ვებ-გვერდი მეტად პოზიტიური ამბის შესახებ იუწყება, რომ ერთ-ერთმა მკითხველმა გოგონას გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და მისთვის სავარძლის გადაცემა მოისურვა.

“ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუკი მირტოს დედა დამიკავშირდება და ჩემგან ამ საჩუქარს მიიღებს. მე მაქვს სპეციალური სავარძელი, რომელიც აღარ მჭირდება. ამავე დროს ვიცი, თუ რამდენად აუცილებელია ის ადამიანისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ეს გოგონა ამას იმსახურებს.”

ბერძნულ ვებ-გვერდს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაც მირტოს დახმარების სურვილი გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ გოგონა ამ მდგომარეობას წლებია ებრძვის, მისი დედა კი ერთადერთი მფარველი ანგელოზია, რომელიც გვერდიდან არ შორდება.

სავარძლის ღირებულება, რომელიც მირტოს სჭირდება, 150-180 ევროა, სახელმწიფომ კი აღნიშნული საჭიროება არ უზრუნველყო.

თუმცა, ახლა გოგონას დედას ხელისუფლებისთვის ამის თხოვნა აღარ მოუწევს. მათ სრულიად უსასყიდლოდ გადასცემენ სავარძელს, რომელიც მირტოს ცხოვრებას შედარებით გააიოლებს.

onalem

ტესტ