fbpx
მზიას კულინარია

ბერძნული სააღდგომო სუფრის 10 აუცილებელი კერძი

იმას, თუ რაოდენ სერიოზულად ეკიდებიან საბერძნეთში სააღდგომო სამზადისს, იქედანაც მიხვდება დაკვირვებული ადამიანი, რომ საინფორმაციო გადაცემებშიც კი აღარ საუბრობენ კრიზისზე და კრედიტებზე. სატელევიზიო  არხები, ჟურნალები და გაზეთები აქტიურად არიან გადართული იმის გაშუქებაზე, თუ ვინ, სად და როგორ შეხვედება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.  ყველა ბერძენი ცდილობს აღდგომა კუნძულზე, სოფელში ან სადმე ბუნებაში მაიც გაატაროს, და თუ ეს შესაძლებელი არ არის, იმდენს მაინც მოახერხებს, რომ ქალაქში თუნდაც პატარა მანგალს დადგამს აივანზე, სახურავზე, ქუჩაშიც კი, რათა  შეწვას თუ მთელი თიკანი არა, მისი ნაწილი მაინც.

ყველა სატელევიზიო არხზე განიხილება სადღესასწაულო სუფრა და ის კერძები, რომლებსაც ბერძენი დიასახლისები მოამზადებენ სააღდგომოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ზეგავლენა სამზარეულოშიც დიდია, ტრადიცია – უპირველეს ყოვლისა. ამიტომაც არის, რომ მრავალი წლის მანძილზე ბერძნული სააღდგომო სუფრის მენიუ ფაქტიურად უცვლელი რჩება.

  1. ბერძნულ სააღდგომო სუფრასთან ასოცირდება პირველ რიგში მაგირიცა- ბატკნის ან თიკნის შიგნეულისაგან და ნაწლავებისაგან მომზადებული წვნიანი, რომელიც მრავალრიცხოვანი მწვანილით და ლიმონითაა გაგემრიელებული. ბევრ ადამიანს ეს კერძი ძალიან უყვარს, მრავალს კი მისი გაგონებაც არ უნდა. ჩემი რჩევაა- დაამატეთ წვნიანს ბლომად ლიმონი და დააყოლეთ კარგი თეთრი ღვინო, მაშინ მაგირიცა თქვენი საყვარელი კერძი გახდება!
    2.კოკორეცი (κοκορετσι)- ქართული კუჭ-მაჭის მონათესავე კერძი. კოკორეცი ბატკნის ან თიკნის გულ-ღვიძლით მზადდება და იხვევა ნაწლავებში. კოკორეცს ან მაყალზე ან ღუმელში წვავენ.


    3. მაყალზე შემწვარი მწვადი(κοντοσούβλι).

    4. მაყალზე შემწვარი მთელი ბატკანი ან თიკანი ასევე ბერძნული აღდგომის აუცილებელი ატრიბუტია.

    5. მესამე აუცილებელი კერძი , რაოდენ გასაკვირიც არ უნდა მოგეჩვენოთ, კარტოფილია. ღუმელში შემწვარი კარტოფილი, ლიმონით და ორეგანოთი საუკეთესო გარნირია შემწვარი ბატკნისათვის.

    6. ბერძნული სალათი, რომელიც შესაძლოა მოხარშული ბოსტნეულის სალათით შეიცვალოს, ან ბერძნული სალათის  სხვა რომელიმე “ბიძაშვილით”.

    7. ღორის ღორცი ღუმელში (Χοιρινό ζουμερό) იმათთვის, ვისაც თიკნის ან ბატკნის ხორცი არ უყვარს.

    8. ცურეკი (τσουρεκι) – ფუმფულა სააღდგომო ფუნთუშა შეკმაზული სურნელოვანი სანელებლებით და დამშვენებული წითელი კვერცხით.

    9. სააღდგომო კვერცხები – აუცილებელი წითელი ფერის და ასევე სურვილის მიხედვით სხვა ფერზე შეღებილიც.

    10. სააღდგომო ორცხობილები (κουλουράκια).

    სტატიისთვის მადლობას ვუხდით ქ-ნ მზია გურეშიძეს.
    წყარო: www.mzias-supra.com

onalem

ტესტ