ბერძნული იოგურტის წარმატება იტალიური რძის პროდუქტის ბაზარზე

გაერთიანებული სამეფოს დაპყრობის შემდგომ, ბერძნული იოგურტი სწრაფად იკიდებს ფეხს ახლა უკვე  სხვა ევროპულ ბაზარზე – იტალიაში. გასულ წლებში იოგურტის ექსპორტის ზრდის ტემპის მაჩვენებელმა  ორნიშნა ციფრები შეადგინა, რამაც წააქეზა ბერძნული რძის ნაწარმის კომპანიები შეეწყვიტათ პარტნიორობა იტალიურ კომპანიებთან, როგორც დისტრიბუციის, ასევე მათი პროდუქციის  საკუთარი სავაჭრო ნიშნით გაყიდვასთან დაკავშირებით.
ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, იოგურტი გასულ წელს საბერძნეთის მერვე უდიდესი ექსპორტი იყო იტალიაში.  ექსპორტის ღირებულება 2014 წლიდან 41%-ით გაიზარდა და გასულ წელს მიაღწია 51.9 მილიონ ევროს, 36.8 მილიონიდან.  აღსანიშნავია, რომ იოგურტის იტალიაში ექსპორტმა მხოლოდ 2011 წელს შეადგინა 8.57 მილიონი ევრო.

იტალიური მაკეტი მზარდია ერთ-ერთი ბერძნული რძის ნაწარმის კოპანიისთვის, როგორიცაა Fage, პირველი ბერძნული ფირმა, რომელმაც იოგურტის იტალიაში ექსპორტი დაიწყო და მიიღო 13.2 %-იანი სარგებელი მეზობელ ქვეყანაში იოგურტის გაგზავნისთვის ამ წლის პირველივე 9 თვეში. ზრდა შეადგენს 14.1 %-ს . Fage-მა  შექმნა შვილობილი კომპანიები იტალიაში 100%-იანი წილით, Fage Italia SrI – რომელიც აწარმოებს ბერძნული კომპანიების პროდუქტს.
Delta-მ იტალიურ ბაზარზე შეაღწია 2014 წელს და გასულ წელს გაყიდვების ღირებულების სწრაფი, 240%-იანი სარგებელი მიიღო. ამ წარმატებამ კი უბიძგა Delta-ს თავისი სამი  სხვა პროდუქტის ექსპორტისკენ.
Kri Kri-სა და Dodoni-თან ერთად სხვა ბევრი ბერძნული რძის ნაწარმის კოპანია ამჟამად აწარმოებს იოგურტის იტალიაში ექსპორტს. მათ შორის არიან : Mevgal, Olympos  და  Farma Koukaki.

ბერძნული იოგურტის გაყიდვების სწრაფ ზრდას იტალიაში უკავშირებენ მის სიჯანსაღეს, რაც იტალიელების ცხოვრებაში უმნშვნელოვანესია, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ბერძნებისთვის.

ამჟამად ბერძული კომპანიები ელოდებიან ნახონ, თუ როგორი იქნება თავიანთი პროდუქციის გაყიდვების ეფექტი 1 იანვრის შემდეგ, როდესაც ყველა რძის პროდქუტი იტალიაში კანონიერად უნდა დაფასოვდეს საკუთარი შემადგენლობითა და სავაჭრო ნიშანზე იმ ქვეყნის მითითებით, სადაც ის მზადდება.