fbpx
რელიგია

ბერძნული ღირშესანიშნაობა – მართლმადიდებლური მონასტერი კლდეში

ბერძნული კუნძული ამორგოსი მოგზაურების საყვარელი ადგილია. ტურისტებს აღაფრთოვანებთ თავლწარმტაცი ლანდშაფტი და კუნძულის მთავარი ღირსება – ხოზოვიოტისას მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც კლდეშია აშენებული.

მონასტერი ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარეობს და აშენებულია კლდისგან განსხვავებული, თეთრი ქვით, რაც განსაკუთრებულ კონტრასტს ქმნის. ის 1088 წელს აიგო. აქ ინახება ღვთისმშობლის წმინდა ხატი, რომელიც მე-9 საუკუნეშია დაწერილი.

მონასტერი აშენდა იმისთვის, რომ ხატები მეკობრეებისგან დაეცვათ, რადგან ისინი საბერძნეთის სანაპიროებზე დიდი რაოდენობით იყვნენ. ის ააშენეს 40 მეტრის სიმაღლის და 5 მეტრის სიგანის კლდეზე. შიგნით არის ოთახები, რომლებიც მონასტრის მსახურებისთვის არის განკუთვნილი.

თავდაპირველად მონასტრის შესასვლელს ხის კიბე ჰქონდა, თუმცა ისიც მეკობრეების შემოსევის გამო აიღეს. რა თქმა უნდა, მისი იერსახე საუკუნეთა განმავლობაში შეიცვალა. მაგალითად, მე-15 საუკუნეში აშენდა მოხატული თაღები, ხოლო მე-17 საუკუნეში კი გაჩნდა ხის მოჩუქურთმებული კარიბჭე.

მონასტერში უამრავი ბერი ცხოვრობს. აქ აშენებულია სამზარეულო, სარდაფები და ყველაფერი, რაც მათთვის არის საჭირო. სხვათა შორის, ბერები ტურისტებს ლიქიორით უმასპინძლდებიან ხოლმე, რომელსაც თაფლითა და ნუშით თავად ამზადებენ.

onalem

ტესტ