fbpx
საზოგადოება

ბერძნული გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, გაუჩინარდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული კომპანიის მფლობელობაში მყოფი გემი, Pantelena IMO 9321469, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, რადარებიდან გაუჩინარდა.

მათთან კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში.

“გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO”,-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ გემი აიგო 2006 წელს და იტევს 7, 000 ტონას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გვინეის ყურე მეკობრეთა “სამფლობელოა”, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ გემი, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის 17 ქართველია, მათი მსხვერპლი გახდა.

onalem

ტესტ