fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნული ელექტრონული ბარათი: ხელახლა რიგში დგომა და დროის კარგვა

კალითეას მეტროსადგურში გასულ დეკემბერს თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, ცნობილი იყო მხოლოდ მატერიალური ზიანის შესახებ. ახლა კი, OASA-ს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაკარგულია ათასობით მგზავრის პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილები.

რას ნიშნავს ეს?

ეს ნიშნავს, რომ სულ გაცემულია 5,000 ბარათი, თუმცა, აქედან დაკარგულია 3, 000 მგზავრის (ბარათის) პირადი ინფორმაცია. შესაბამისად, ამ 3, 000 ადამიანს, თავიდან მოუწევს რიგში ჩადგომა და თავიდან დროის კარგვა, რათა მათი მონაცემები ბაზაში კვლავ შევიდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უნდა გავიგოთ, ვისი ბარათის მონაცემებია დაკარგული, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დეტალური ინსტრუქციები გავრცელდება.

onalem

ტესტ