ბერძნული ეკლესიის არქიეპისკოპოსი: ”მათ ჩვენი განადგურება სურთ”

ათენის არქიეპისკოპოსმა წინა სააღდგომოდ  ერთ-ერთ ვებ-გვერდს, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან განცხადებებს აქვეყნებს, ინტერვიუ მისცა.

საკონსიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ეკლესიის უფლებები უნდა შეიზღუდოს.

ჩვენ არაფრის გვეშინია. საბერძნეთის ეკლესია ცხოვრობდა ნორმატიული ინსტრუმენტის და ხელისუფლების გარეშე, ცხოვრობდა კატაკომბებში, ჰყავდა მოწამეები, ჰქონდა დიდება ბიზატიურ პერიოდში და 400 წელი თურქეთის მონობაშიც იყო.

ერთადერთი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ მას შემდეგ, რაც თანამედროვე დამოუკიდებელი საბერძნეთის ფორმირება მოხდა, ურთიერთობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დასავლური გავლენის ქვეშ არის.

სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის შესახებ.

ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციების დიფერენცირებას. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ძალაუფლება, რატომ ართმევს სახელმწიფო ეკლესიას ქონებას, როცა მოესურვება?! რატომ ერევა ის ეკლესიის ცხოვრებაში, რატომ გვნათლავს ჩვენ, როგორვ მემარცხენეებს და შემდეგ ამბობს, რომ ჩვენთან საერთო არაფერი აქვს?

რატომ ამზადებს სახელმწიფო მღვდლებს? მოგვცეს უფლება საკუთარ სულიერ განათლებაზე თავად ვიზრუნოთ.

წარმოგიდგენიათ მინისტრი, რომელიც გაბედავს და მიუთითებს ბერძენ მუსლიმებს, თუ როგორ ისწავლოს ყურანი? ან რჩევებს მისცემს სხვა რომელიმე რელიგიის წარმომადგენლებს?

მხოლოდ ჩვენგან, მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან, მოითხოვენ სიჩუმეს. ხოლო სხვა, კონსტიტუციურ უმრავლესობებს აქვთ უფლება თქვან, რაც უნდათ.

ჩვენ ასეთი ზეწოლის ქვეშ ვართ და ვგრძნობთ, რომ გვებრძვიან. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მათ ჩვენი განადგურება უნდათ.