ბერძნული ბიზნესი ალბანეთში უცხოური კაპიტალის უმეტეს ნაწილს შეადგენს

ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (INSTAT) ინფორმაციით, ბერძნული ბიზნესი ალბანეთში ზრდას განაგრძობს. ბერძნული კომპანიები უცხოურ კაპიტალთან ერთად ქვეყანაში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ალბანეთში აქტიური უცხოური კომპანიები ერთობლივ კაპიტალთან ერთად 3,5%-ს იკავებენ, აქედან 47,2% იტალიური და ბერძნული კომპანიებია.

უცხოური კომპანიების 68,8% ევროპის კავშირის ქვეყნებიდან არის და აქედან ნახევარზე მეტი ანუ 56,4% ბერძნული ან იტალიური კომპანიებია, რომლებიც ძირითადად ჩართული არიან ისეთ ბიზნესში, როგორებიცაა ქოლ-ცენტრები, ფეხსაცმლის ქარხნები, საბანკო საქმიანობა და ა.შ.