fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნულ Masterchef-ში მონაწილემ თამაში მოულოდნელად დატოვა

ბერძნული კულინარიული კონკურსის, Masterchef-ის მონაწილეებისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც გაიგეს, რომ 35 წლის მაგი ტაბაკაკი თამაშს გამოეთიშებოდა. მან ეს საკუთარი სურვილით გააკეთა.

ტაბაკაკიმ ახსნა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო ის იძულებული იყო, თამაში დაეტოვებინა. თუმცა, პრობლემა მას არ ეხება.

“ჩემს შვილს ბოლო რამდენიმე დღეა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, რის გამოც საავადმყოფოშია. ხანდახან შენ დილემის წინაშე დგები. რა გავაკეთო, რომ ჩემი შვილი გამოკეთდეს და ამავე დროს ჩემი ოცნებისთვის ბრძოლა არ შევწყვიტო ?! ,” თქვა კონკურსანტმა.

მაგიმ, მონაწილეებთან საუბრის შემდეგ, რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილება მიიღო, ჩემოდანი ჩაალაგა და Masterchef დატოვა.

” ეს იყო ერთადერთი გზა. ჩემი შვილი ყველაფერზე მაღლა დგას. მე მოვხურე კარი და უკან დავტოვე ჩემი დიდი ოცნება,” აღნიშნა მან თვალცრემლიანმა.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ