fbpx
პოლიტიკა

ბერძნებს აღარც ოპოზიციის სჯერათ და აღარც ახლანდელი მთავრობა სჭირდებათ

ბერძენი ამომჩევლის გონებაში საოცარი რამ ხდება. ”ახალი დემოკრატიის” მიმართ გამოხატული დიდი სიყვარულიდან და ”სირიზას” მთავრობის მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებიდან, ისინი ზომიერებამდე მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ მათ მხარდამჭერთა რაოდენობაში არსებული განსხვავება 18%-ს უდრიდა, რა თქმა უნდა, ”ახალი დემოკრატიის” სასარგებლოდ. ”სირიზასთვის” 15% ნამდვილად სავალალო მაჩვენებელია, თუმცა, ასეთი საშინელი იმედგაცრუების შემდეგ, მოსახლეობისგან სხვა პოზიციას ვერ ვიხილავდით.

ბერძნების 37% მზადაა საკუთარი ხმა ”ახალ დემოკრატიას” მისცეს, ხოლო ”სირიზას” მხარს მხოლოდ 22% უჭერს.

თუმცა, მოსახლეობა კითხვაზე, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, 45% პასუხობს, რომ არავინ, 27% ფიქრობს, რომ პრემიერობისთვის კირიაკოს მიცოტაკისი შესანიშნავი არჩევანია, ხოლო 14% აღნიშნავს, რომ მიმდინარე პრემიერი, ალექსის ციპრასი, თანამდებობას შესანიშნავად ართმევს თავს.

გამოკითხვამ მხოლოდ ერთი შედეგი აჩვენა, რომ ამჟამად, საბერძნეთის მოსახლეობისთვის არ არსებობს, არც პოლიტიკური პარტია და არც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც მათი ნდობის მოპოვებას შეძლებს.

onalem

ტესტ