ბერძნებმა სახიფათო თამაში წამოიწყეს

ბერძენმა მოზარდებმა წამოიწყეს რისკიანი, სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო თამაში – გადაწყვიტეს ისეირნონ ქალაქის ტრამვაით. თუმცა, მათი გასეირნება განსხვავდება ტრამვაით ჩვეულებრივი სარგებლობისგან და საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია.
როგორც ფოტოზე ხედავთ, მოზარდები ელოდებიან ტრამვაის გაჩერებაზე. საჭირო დროს, როდესაც ისინი აღარ არიან მძღოლის თვალთახედვის არეში და შეუძლიათ გადავიდნენ უკანა მხარეს, ისინი ადიან ტრამვაიზე და როგორც აღნიშნავენ ”სეირნობენ ქართან ერთად.” ცხადია, რომ ეს გასართობი დიდ რისკზე წასვლას მოითხოვს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტი ΟΑΣΑ მოუწოდებს კომპეტენტურ სამსახურებს სასწრაფოდ მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ ”სახიფათო თამაში”, რათა თავიდან აიცილონ ფატალური შედეგები.