fbpx
ეკონომიკა

ბერძნებმა გადასახადებში 7 მილიარდი ევრო გადაიხადეს, სიღარიბე დღითიდღე იზრდება

გასულ წელს ათიდან ორმა ბერძენმა მთლიანი გადასახადების 80% დაფარა. ამავე დროს, სიღარიბე იზრდება: 2015 წელს 350,000-მა უძრავი ქონების მფლობელმა თავის საგადასახადო ანგარიშში ნული დააფიქსირა. საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელმა ორგანომ აჩვენა საგადასახადო ტვირთი და მისი არაპროპორციული განაწილება სოციალურ ჯგუფებს შორის. საზოგადოების საშუალო ფენა ნელნელა ქრება და ჩნდება მეტი სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანი.

მონაცემების მიხედვით, გადახდილი გადასახადების 70% დასაქმებულებსა და პენსიონრებზე მოდის, რომელთაც არ შეეძლოთ შემოსავლების დამალვა. კერძოდ:

59.4 მილიარდი ევრო – დასაქმებულებისა და პენსიონრების შემოსავლებიდან.

6.052 მილიარდი ევრო – გაქირავების სერვისებიდან

4.676 მილიარდი ევრო – ბიზნეს საქმიანობიდან

3.77 მილიარდი მოდის – ინვესტიციები, აქციები და ა.შ.

1.25 მილიარდი ევრო – სასოფლო მეურნეობიდან.

2016 საგადასახადო წელთან შედარებით, 2017 წლის დეკლარაციით საბერძნეთის მოსახლეობას უფრო მეტის გადახდა მოუწევს. აქ შედის გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, მაგალითად, ყოველთვიურად შემოსული 700 ევროდან, თქვენ 200 ევროს გადასახადებში გადახდა მოგიწევთ, რაც გაცილებით მეტია, წინა წელთან შედარებით.

თუ საბერძნეთი საკუთარ მიზნებს 2018 წლისათვის ვერ მიაღწევს, გადასახადების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამჟამად არსებული 8,636 ევროდან, შემოსავალი 5,636-მდე დაეცემა. ამჟამინდელი საგადასახადო განაკვეთი კი პენსიონრებისა და დასაქმებულებისთვის 22%-ია.

onalem

ტესტ