fbpx
საბერძნეთი

ბერძნების ექსპერიმენტი: მზეზე მომზადებული ომლეტი

პარასკევს, ბერძნებმა ელექტრო ენერგიის დაზოგვა გადაწყვიტეს და კვერცხი პირდაპირ მზეზე მოამზადეს. გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს.

დაიზოგა ყველანაირი სახის ენერგია და ასევე დროც. 30 ივნისს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.
–  ელევსინა, დასავლეთ ატიკა 45,3 გრადუსი.
– ლარისა, ცენტრალური საბერძნეთი 44,7 გრადუსი.
– ასპროპირგოსი, დასავლეთ ატიკა 44,6 გრადუსი.
– აგიო თეოდორი, კორინთი 44,1 გრადუსი.

პირველ დღეებში ტემპერატურა ჩრდილში 45 გრადუსი იყო, თუმცა პირდაპირ მზეზე, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ფიქსირდება.

ბერძნებმა სხვადასხვა რეგიონებში ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვერცხი შესაწვავად ცხელ ტაფებზე ან უბრალოდ ასფალტზე დაყარეს. ამ გზით კარგად ჩანს, თუ როგორ ცხელა ქვეყანაში.

ლარისა -ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილი საბერძნეთში.

ხანია – კრეტას ჩრდილო-დასავლეთი.

ტრიკალა

ასევე, ათენში ინტერიერის დიზაინერმა სპიროს სოულისმა, მას შემდეგ, რაც ტაფა მზეზე 20 წუთის მასნძილზე გააჩერა, მასზე ომლეტი თავისუფლად მოამზადა.

onalem

ტესტ