fbpx
პოლიტიკა

ბერძნების 44% თვლის, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის ომის საშიშროება არსებობს

ბოლო დროს საბერძნეთსა და თურქეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩატარდა სახალხო გამოკითხვა “საბერძნეთი და მსოფლიო 2018.” საზოგადოებამ საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირა.

გამოკითხულთა 87% თვლის, რომ თურქეთი არის მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც საბერძნეთს დიდი პრობლემები აქვს, 79% თვლის, რომ თურქეთი საბერძნეთისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ალბანეთის შემდეგ, რომელიც საფრთხის შემცველი ბერძენთა 13%-ისთვისაა.

ამავე დროს, რესპოდენტთა 81%-ს სჯერა, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაუარესდა და 74%-ის განმარტებით, ქვეყნებს შორის ძირითად პრობლემას საბერძნეთის სუვერენიტეტი წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფითად აფასებს როგორც თურქეთის, ასევე საბერძნეთის მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

ბერძნების 70% ღიად აცხადებს, რომ საბერძნეთმა თურქეთთან მოლაპარაკებები უნდა გამართოს და მისი პოზიცია ახლა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ეს ადრე იყო.

44% თვლის, რომ ქვეყნებს შორის ომის საშიშროება არსებობს.

ასევე, გამოკითხულთა 49% მიაჩნია, რომ საბერძნეთს ნატოსგან არანაირი სარგებელი არ აქვს, 80% ამბობს, რომ ბერძნული არმიის იმედი აქვს, ხოლო 17% ბერძნულ შეიარაღებულ ძალებს უნდობლობას უცხადებს.

onalem

ტესტ