fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ბერძნები ხარჯებს ამცირებენ: რომელ პროდუქტს აღარ ყიდულობენ ისინი?

უკანაკსნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბერძნებმა საკუთარი ხარჯები შეამცირეს და ყიდულობენ მხოლოდ იმას, რაც ძალიან სჭირდებათ.

იმისათვის, რომ გადარჩნენ, მოსახლეობა ყიდულობს ნაკლებ პურს სენდვიჩისთვის, ნაკლებ ვისკის და ცოტა რძეს.

2017 წლის პირველ ნახევარში საცალო ბაზარზე ყოველდღიური პროდუქტის გაყიდვები 8,6%-ით შემცირდა.

შეფუთული პურის გაყიდვები კი 5,3%-ით დაეცა.

მნიშვნელოვანი ზარალი დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე. ვისკის გაყიდვები 6.8%-ით შემცირდა.

მოსახლეობამ შეამცირა ჰიგიენის ნივთების შეძენა – 4,4%. განსაკუთრებით, დეოდორანეტები – 7,3%, საფენები – 7,2%, ფხვნილები – 7,7%.

თუმცა, აღნიშნული მონაცემები ძირითადად ეფუძნება წინა წლისა და 2017 წლის პირველ ნახევარში ჩატარებულ კვლევებს. ხოლო აგვისტოს შუა რიცხვებში შედარებით სტაბილური დენტენციაა – საერთო მაჩვენებელი 0,4%.

onalem

ტესტ