ბერძნები სიღარიბის გამო ელექტრო ენერგიას იპარავენ

ბერძნული სადისტრიბუციო კომპანიის (HEDNO) ოპერატორების ინფორმაციით, მოსახლეობაში გავრცელებულია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხრიკი. ისინი იყენებენ მაგნიტს, რათა მრიცხველის სიჩქარე შეანელონ და ფაქტობრივი მოცულობის ელექტრო ენერგია შეამცირონ, რაც, ლოგიკურად, გადასახადის შემცირებასაც გულისხმობს.

HEDNO-ს მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე ელექტრო ენერგიის ქურდობის ფაქტები გაორმაგდა. 2012 წელს მათი რაოდენობა 4,470 იყო, ხოლო 2016 წელს 10,600-ს მიაღწია. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ელექტრო ენერგიის მოცულობა, რომელსაც მოსახლეობა იპარავს, ბევრად მეტია. გასულ წლებში ბერძნების რიცხვი, რომლებიც გადასახადს არ იხდიან, საგრძნობლად გაიზარდა: 2015 წლის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 40%-ს გადააჭარბა.

ელექტრო ენერგიის ქურდობით გამოწვეული ზარალი დაახლოებით 500-600 მილიონი ევროა. აღნიშნული პრობლემები, რა თქმა უნდა, კრედიტორების მიერ მოთხოვნილმა პირობებმა გამოიწვია, კერძოდ კი მსოფლიო სავალუტო ფონდმა. ბოლო დროს კი კამპანია ”მე არ გადავიხდი” სულ უფრო პოპულარული გახდა და მასში მონაწილე ადამიანთა რიცხვმა 10 000-ს იაღწია.

melano

ტესტ