fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძნები გერმანიის აეროპორტში დამამცირებლად მკაცრ შემოწმებას გადიან

მთელი გერმანიის მასშტაბით მდებარე აეროპორტებში ჩაფრენილი ბერძნები იძულებულები არიან დამამცირებელი და განსაკუთრებულად მკაცრი შემოწმება გაიარონ. გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ 2017 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საბერძნეთიდან 1, 000-ზე მეტმა მიგრანტმა და ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვარი ყალბი საბუთებით. სწორედ ეს არის საბერძნეთიდან გამგზავრებულ ადამიანებზე კონტროლის გაზრდის მიზეზი.

ბერძენი მოგზაურები ჰყვებიან, თუ როგორ ეპყრობიან მათ გერმანიის აეროპორტში ჩასვლისას. ისინი განცალკევებულები არიან სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისგან და იძულებულნი არიან დამამცირებელი შემოწმება გაიარონ. ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, რომ ბერლინსა და ათენს შორის ბოლო დროს ურთიერთობა დაიძაბა. ხელისუფლების განმარტებით, აღნიშნული ზომები მიიღეს, რადგან ბერძნული საბუთის გაყალბება ჯიჰადისტებისთვის, რომლებიც გერმანიის მიწაზე ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ,  ყველაზე მარტივია.

12 ნეომბრის შემდეგ შემოწმება გაიარა 12, 000-მდე საბერძნეთიდან გამგზავრებულმა პირმა, რომელთაგანაც 20 ადგილზე დააპატიმრეს.

onalem

ტესტ