fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ბერძნები ფინანსური კრიზისის გამო ქორწინებაზე უარს ამბობენ

ახალგაზრდები კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მათ ფინანსური პრობლემების გამო საკუთარი თავის რეალიზება არ შეუძლიათ.

კრიზისსმა არა მხოლოდ ფინანსური პრობლემები გამოიწვია, არამედ სოციალურიც. ახალგაზრდები მშობლების სახლში ცხოვრებას ამჯობინებენ და უარს ამბობენ ქორწინებაზე, რადგან მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ასეთ პირობებში ძალიან უჭირთ.

კვლევის მიხედვით, 25-დან 29 წლამდე პირების 10% დაქორწინებულია. ხოლო 30-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებს შორის დაქორწინებულთა რიცხვი 36%-ია. ბერძენი ახალგაზრდების ნახევარზე მეტი 30 წლამდე საკუთარი მშობლების სახლში ცხოვრობს.

ახალგაზრდებს შორის ფინანსური სტრესი დაკავშირებულია პოლიტიკურ იმედგაცრუებასთან. მათი 86% აფიქსირებს, რომ ისინი არ ენდობიან საბერძნეთის პარლამენტს, ხოლო 13%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი სწორია.

onalem

ტესტ