fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

ბერძნები არაჯანსაღად იკვებებიან: მოსახლეობის 60%-ს წონის პრობლემა აწუხებს

RES-MEA-ს კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საბერძნეთში მოსახლეობა ზედმეტად ბევრს მიირთმევს, თანაც არაჯანსაღ პროდუქტს, რის გამოც მათ 60%-ს ჭარბი წონა, ხოლო 10%-ს დიაბეტი აწუხებს. მოსახლეობის 95% რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტს ჭამს, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზია. ექსპერტების განცხადებით, აუცილებელია, მოსახლეობაში ცხოველური ცხიმების მიღება 30%-ით შემცირდეს, რომელიც სისხლძარღვთა დაავადებების პირველწყაროა.

გარდა ამისა, მოსახლეობა ძალიან მცირე რაოდენობით იღებს საჭირო ნივთიერებებს და ვიტამინებს. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ბერძნების უმრავლესობას D ვიტამინის ნაკლებობა აქვს, მოსახლეობის 60%-ს აკლია კალციუმი, ხოლო ქალების 30% საჭირო რაოდენობით რკინას არ იღებს. ნატრიუმის მიღების მაჩვენებელი კი, პირიქით, ნორმალურზე მაღალია.

ექსპერტები, რომლებიც ბავშვებზე აკეთებენ აქცენტს, ამბობენ, რომ პრობლემები, როგორიცაა სიმსუქნე, ანემია და საკვები ნივთიერებების დეფიციტი, სწორედ კვების წესს უნდა დავუკავშიროთ, რადგან 10-დან 4 ბავშვი ყოველდღე სვამს შაქრიან სასმელს, 3-დან 1 ბავშვი კი, მთელი დღის განმავლობაში 1 ცალს ხილსაც კი არ ჭამს.

RES-MEA-სთან საუბრისას, ექსპერტები ამბობენ, რომ ბერძენი ბავშვები ევროპაში ყველაზე მსუქან ბავშვებს შორის არიან.

ლონდონის უნივერსიტეტის სურსათის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, კორინა ჰოუკიმ განაცხადა: “არცერთ შემოსულ კატეგორიაში არ დაფიქსირდა საკმარისი რაოდენობით ბოსტნეული და მარცვლეული. ეს გლობალური პრობლემაა”.

“ადამიანები, უბრალოდ არ აქცევენ კვების პროდუქტებს და მათში შემავალ კვებით ღირებულებებს სათანადო ყურადღებას” – დაამატა მან. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქვეყნების უმეტესობა განიცდის არასწორი კვების პრობლემას, რომლის შედეგი სიმსუქნე, ანემია და სხვა მსგავსი პრობლემებია.

ანგარიშის მიხედვით, 5 სიკვდილიდან 1 საკვები ნივთიერებების ნაკლებობით არის გამოწვეული. დაახლოებით, 8.23 მილიონ ბავშვს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნორმალური ზრდა-განვითარების ან ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს. 23 თვემდე ასაკის 5 ბავშვიდან ერთსაც კი არ აქვს ნორმალიზებული დიეტა და ძალიან მცირე რაოდენობით იღებს რეკომენდირებული საკვების რიცხვს.

 

onalem

ტესტ