fbpx
საზოგადოება

ბერძნები 2050 წლისთვის 2,5 მილიონით შემცირდებიან – შემაშფოთებელი კვლევა

სამეცნიერო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2035 წლისათვის ბერძნების რაოდენობა 1, 4 მილიონით შემცირდება, ხოლო 2050 წლისათვის 2, 5 მილიონით.

მომავალი 20 წლის მანძილზე (2035 წელი) მოსახლეობა 10, 4 მილიონიდან 9,5 მილიონამდე ჩამოვა, 2015 წელს კი იგივე მაჩვენებელი 10,9 მილიონი იყო.

რაც შეეხება 2050 წელს, მოსახლეობა 10,0 მილიონიდან 8, 3 მილიონზე ჩამოვა, შედარებით 2015 წელთან, როდესაც მოსახლეობის შემცირების მაქსიმალური მაჩვენებელი 0,8 მილიონი იყო.

2035 წლისათვის 65-დან 85 წლამდე ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 20,9% შეადგენენენ.

ყურადღება უნდა გამახვილდეს სწორედ ამ ფაქტორზე, რომ გაიზრდება იმ პირთა რიცხვი, რომელიც 85 წელს ზემოთ არიან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2011-2016 წლებში საბერძნეთმა მოსახლეობის 3% დაკარგა. აქვე უნდა იქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ფონზე უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი იბადება.

 

 

onalem

ტესტ