ბერძენმა სტუდენტებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ჩვილის ტირილს “თარგმნის”

ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს მშობლებს გაერკვიონ, თუ რა უნდა გააკეთონ, როცა მათი შვილი ტირილს იწყებს, მათ კი არ ესმით, რატომ. ბერძენი სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა, iCry2Talk, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის დახმარებით, დაამუშავა სიგნალი და აღნიშნული აპლიკაცია Microsoft-ის Imagine Cup 2018-ზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება.

აღნიშნული კონკურსი ივლისში ამერიკაში, კერძოდ კი სიეტლში გაიმართება. როგორც ცნობილია, სტუდენტებმა ანდრეას ლუძიდისმა, ანასტასია დრახამ და იასონ ხაძიკოსტასმა აღნიშნული აპლიკაცია, თავიანთი პროფესორის, ლეონტიოს ხაძილეოდიადისის ზედამხედველობის ქვეშ შექმნეს და ისინი ეცდებიან იყვნენ განსხვავებულები მსოფლიოში არსებული 300, 000 კოლეგისგან და 20 გუნდისგან, რომელიც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

რას ემსახურება აპლიკაცია?!

ეს იქნება პროგრამა, რომელიც ბავშვის ტირილს გარდაქმნის ფოტოდ ან სიტყვებად. შესაბამისად, მშობლებს გაუადვილდებათ გაიგონ, რატომ ტირის მათი პატარა და რა გზას უნდა მიმართოს სტრესის დასაძლევად, რათა მის ნორმალურ განვითარებას ხელი არ შეეშალოს.

ასევე, გუნდი გეგმავს გახსნას ანგარიში, სადაც ხალხმა უნდა “ჩარიცხოს” არა თანხა, არამედ ბავშვის ტირილი… ამრიგად, ეს იქნება ბაზა, სადაც მსურველები ჩაიწერენ და გააგზავნიან თავიანთი ჩვილის (1 წლამდე) ტირილის ხმას. ეს მათ დაეხმარებათ ჰქონდეს უფრო მეტი ვარიანტი, რათა ყველანაირი ინფორმაციის გადამუშავების საფუძველზე დადონ სანდო შედეგები.

თავად სტუდენტები ამბობენ, რომ ეს მათი ლექტორის იდეა იყო. იდეა არსებობდა, მაგრამ საჯაროდ ამის გახმაურების საშუალება არასოდეს ჰქონიათ. ახლა კი ეს კონკურსი მათი კარგი შანსია. აპლიკაცია განკუთვნილია სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის. მათი თქმით, თესალონიკიდან უკვე 50-მა ქალმა გააგზავნა თავისი შვილის ტირილის ხმა და მსურველები საზღვარგარეთიდანაც არიან.

melano

ტესტ