ბერძენმა ქალმა ალბანელი მეგობრის დახმარებით თავისი ძმა გაძარცვა

განსაკუთრებული კრიმინალური შემთხვევა ხალკიდაში მოხდა. კერძოდ, გუშინ დილით 41 წლის მამაკაცის სახლში დანით შეიარაღებული, ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და მუქარით 4, 500 ევრო წაიღო.

პოლციის მიერ პირველადი გამოძიების ჩატარების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ ძარცვა 41 წლის მამაკაცს საკუთარმა 39 წლის დამ მოუწყო. სწორედ მან მიაგზავნა 26 წლის ალბანელი მამაკაცი სახლიდან ფულის მოსაპარად. თუმცა, ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, რომ ქალს ძმის სახლიდან უკვე მოპარული ჰქონდა თანხა, ხოლო შემდეგ ქურდობის სცენა გაითამაშა, რათა მომხდარი სხვას დაბრალებოდა.

შემოწმდა ორივე დამნაშავის სახლი. 39 წლის ქალის სახლში 2, 270 ევრო აღმოაჩინეს, აქედან მის მფლობელობაში მხოლოდ 1000 ევროა. ხოლო 26 წლის ალბანელის სახლში იპოვეს 1, 000 ევრო, აქედან 260 ევრო მის მფლობელობაში.

საერთო ჯამში ჩამორთმეულია 3.630 ევრო, რომელიც 41 წლის მამაკაცს ეკუთვნის.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

melano

ტესტ