fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ვონიცა: ბერძენმა მშობლებმა შვილებს უჩივლეს

გასულ სამშაბათს ცოლქმარს (51 წლის მამაკაცი და 44 წლის ქალი) ჩხუბი მოუვიდათ თავიან სახლში და მათმა შვილებმა (26 წლის ბიჭი და 27 წლის გოგო) მათი გაშორება და დაწყნარება ვერ შეძლეს, რის შედეგადაც შვილმა ამოიტანა სარდაფიდან იარაღი და ჭერში ისროლა, გოგო კი სახლის გარეთ გავიდა და მამამისის მანქანას ჩაქუჩი ურტყა და დააზიანა.

ამ ქმედებების შემდეგ, და და ძმა სახლიდან გაიქცნენ და …მიიმალნენ.

მშობლები პოლიციაში წავიდნენ და მათ წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს. დაძმა ძებნაშია საბერძნეთის პოლიციის მიერ.