ბერძენი უსახლკაროს საოცარი საქციელი

ყველა ჩვენთაგანს მოგვახლოებია მათხოვარი ან უსახლკარო, ან – უბრალოდ გაჭირვებული. უმრავლეს ჩვენთაგანს ასეთ დროს სიფრთხილე გამოუჩენია (არ დახმარებია, ანუ), ვინაიდან, გვიფიქრია, რომ გვატყუებენ, დაგვცინიან ან სულაც – გვეზარება ჯიბეში ან საფულეში ხელის ჩაყოფა.

ბევრმა არ იცის, რომ ძველი წელთაღრიცხვის მე–8 საუკუნეში კორინთოელმა ელინებმა დაიპყრეს (კორინთოდან გაძევებული არხიას მეთაურობით) აწ იტალიური სიცილიის აღმოსავლეთი ნაწილი, გააძევეს იქაური სიკელიელები და დაარსეს ლეგენდარული არქაული ქალაქი სირაკუსე (ძველბერძნულით – Συρακοῦσαι). სწორედ ამ ქალაქში ძველი წელთაღიცხვით 470 წელს, საკუთარი ეპოქასთან შედარებით ბევრად წინმდგმომი მეცნიერი არქიმდე, მეფე იერონ I–საგან ღებულობს უჩვეულო შეკვეთას – გაიგოს ქალაქის მთავარი ოქრომჭედელი თაღლითია, თუ – არ.

და იქნებ, ერთი ლუკმა–პურის საჭიროება აქვს ვინმეს ჭეშმარიტად? იქნებ, რამოდენიმე დღეა, რაც პირში ლუკმა არ ჩაუდია? და, თუ ეს ასეა, გარისკავ, რომ ერთი შაურმა (ელინურად – “სუვლაკი”), ერთი ნატეხი პური არ უყიდო 1–2 ლარად ან ევროდ, მაშინ, როდესაც შენთვის ეს თანხა არაფერია?!

იერონ I (ლათინურ და სხვა წაყაროებში – ხირონ I) უბრალო მეფე როდი იყო, ტირანი და ხელოვნების და მეცნიერების ტრფიალი, თანავდროულად, სირაკუსესთვის რამოდენიმე ომის მომგები, ქალაქის საუკეთესო ოქრომჭედელს გვირგვინს უკვეთავს სუფთა ოქროსგან და ოქროსაც თვითონ უგზავნის მას. მაგრამ, როდესაც გვირგვინი დასრულებულია, მეფესთან ხმები მიდის, რომ ოქრომჭედელმა ითაღლითა და ოქროში მინარევები გაურია. იერონი (ბერძნულად – “წმინდა”, სადამდეც ბევრი უკლდა მრბძანებელს) აწონინებს გვირვინს, ხედავს რა, რომ გვირვინის წონა გაგაზავნილი ოქროს თანაბარია და გაყალბების გამოკვლევის ურთულეს ამოცანას არქიმედეს ავალებს (მენდელეევის ტაბულის გამოგონებამდე 2300 წლით ადრე!). არქიმედე, რაღაც სასწაულით (სისწორისთვის – საკუთარი კანონის გამოგონებით) ადგენს ოქროს კუთრ წონას (19, 3), მაგრამ გვირგვინის ჩახვეული ფორმის გამო, ვერ ახერხებს უფრო წინ წაწევას. სასოწარკვეთილი, აბანოში გაიშოტება (“ლუტრა”– ბერძნულად) და მისი წონისგან გამოდევნილი წყლის გადმოშხეფებით (ავი ხმები ამბობენ, ჭარბწონიანი და დაბალი მამაკაცი იყოო)))) იდეამიცემული, შიშველი გამოვარდება საზოგადო აბანოს დერეფანში “ევრიკა! ევრიკას”–ს (“ვიპოვე!”) ძახილით, ბრუნდება შინ, წონის გვირვინს ჯერ წყალში, შემდეგ – ჰაერში და ადგენს, რომ გვირვინის მასალის კუთრი წონა 19, 3 –ზე (ოქროსაზე) ბევრად ნაკლებია, ამიტომ, ოქრომჭედელი ქალაქისა (რომელსაც, გაფიქრებაც არ მსურს, რა მოელოდა განრისხებული ხელმწიფის ხელისგან!))) – თაღლითია!

ქვემოთ, ლინკის სახით დადებულ სოციალურ ექპერიმენტსაც საოცარი დასასრული აქვს (არქიმედეს მცდელობისა არ იყოს), რომელიც (კიდევ ერთხელ) ბევრ რამეს გვასწავლის ამ ცხოვრებისა. უსახლკაროდ (“ბომჟად”) გადაცმული მსახიობი სხვადასხვა ტავერნებსა და სუვლაძიდიკოებში დახმარებას ითხოვს, რაიმე საჭმლის სახით. ზოგი მას თავიდან იშორებს თქმით, რომ თავადაც არ უჭამიათ ჯერ, ზოგი ეხუმრება, რომ ახლახანს მიირთვეს ყველაფერი, ზოგი – ზედაც არ უყურებს. შემდეგში, ექსპერიმენტის ავტორები პოულობენ ერთ ნამდვილ უსახლკაროს და ორი სუვლაკი მიაქვთ მასთან, იმის თქმით, რომ ზედმეტად მორჩათ და ცოტა ხანში ბომჟად გადაცმულ მსახიობასაც უგზავნიან მას. ნახეთ, რას აკეთებს ეს მართლაცდა უსახლკარო – საქციელს, რომელსაც მის მდგომარეობაში მყოფი ძნელად თუ ჩაიდენდა ვინმე!

და ეზოპეს სიტყვები: “არცერთი კარგი საქციელი, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, ტყუილად არ ჩაივლის”. და კიდევ, სხვა აფორიზმიც, იქვე ” გულუხვობა სულით ძლიერთა, და არა მდიდართა ან ღარიბთა, ხვედრია”

არქიმედე რაღა შუაში იყოო, იკითხავთ. არქიმედეს არქაული კანონით, “სითხეში ჩაძირული სხეული საკუთარი წონის იმ რაოდენობას ჰკარგავს, რა წონის სითხესაც გამოდევნის ჩაძირვისას”. თუ დაკვირვებიხართ, ადამიანების უმრავლესობაც ასეა (ყველა არა, ოღონდ) – რაც უფრო ბევრი ფული აქვს, მით უფრო მცირე – სულიერება, მით უფრო ნაკლები ემეტება. წყალზე მსუბუქი, ნეხვივით დატივტივებს ზედაპირზე და ყველას თავს უპოზირ–პიარებს, ხოლო ის, ვისაც ნაკლები აქვს და გაჭირვებულია, მეტი სულიერება ახასიათებს, მეტადაც იძირება წყალში, ნაკლებადაც ჩანს და მეტსაც გასცემს და გადმოღვრის – საკუთარი, ბაჯაღლო ოქროს გულის ხვედრითი წონის წილ…

ნახეთ ეს ფანტასტიური ვიდეო:

David Shannow