fbpx
მეცნიერება

ბერძენმა სტუდენტმა შექმნა პროგრამა, რომელიც ინტერნეტში ყალბ ინფორმაციას აღმოაჩენს

20 წლის ბერძენმა სტუდენტმა მაკედონიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტიდან შექმნა პროგრამა, რომელიც აფიქსირებს ყალბ სიახლეებს ინტერნეტში.

ვალენტინოს ძეკასმა ლარისადან, პროგრამა რამდენიმე პარამეტრითა და ცალკეული ალგორითმებით შექმნა, რომელიც სწრაფად აღმოაჩენს ყალბ ახალ ამბებს მედია სივრცეში.

ძეკასის მეორე ნაბიჯი იქნება პროგრამა სოციალური ქსელებისთვის, რომელიც განაცალკევებს ნამდვილ და ყალბ ახალ ამბებს.

მომდევნო თვეში 20 წლის სტუდენტი ევროპარლამენტში საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას გააკეთებს.

მას პროგრამის შექმნის სურვილი მას შემდეგ გაუძლიერდა, რაც ამერიკის საარჩევო კამპანიის მსვლელობას აკვირდებოდა. ის ამბობს, რომ ახალგაზრდები ყალბი სიახლეების გავრცელებით ათასობით დოლარს შოულობდნენ. მათ ჰქონდათ ათასობით ნახვა, რაც შემოსავალზე აისახებოდა. ამიტომ მათ მიატოვეს სწავლა, რადგან ისედაც შოულოდბნენ საკმარის თანხას ამ გზით.

”ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს საშუალება ადამიანები დავიცვა ყალბი ინფორმაციისგან. ცუდია, რომ მათ სჯერათ ყველაფრის, რასაც ინტერნეტში წაიკითხავენ. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დავბლოკო ყველანაირი ყალბი სიახლე,” ამბობს ის.

ძეკასი იმედოვნებს, რომ ისეთი დიდი კომპანიებიც კი, როგორებიცაა Google და Facebook დაინტერესდებიან მისი პროგრამის გამოყენებით.

onalem

ტესტ