ბერძენი პრინცესა Dolce & Gabbana-ს ახალ სარეკლამო რგოლში

იტალიურმა მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ ახალი სეზონის სარეკლამო კამპანია დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარია-ოლიმპია, მსახიობ ჯუდ ლოუს შვილი, მოდელი და მსახიობი სონია ბენ ამარი და ა.შ.

რეკლამის სცენარის მიხედვით, მოქმედება ბაზარში მიმდინარეობს.

იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana 1985 წელს დაარსდა და პირველი მაღაზია მილანში 1986 წელს გაიხსნა. ბრენდი აწარმოებს სპეციალიზირებულ ტანსაცმელს, აქსესუარებს, პაფიუმერიას და კოსმეტიკას. ის ისეთი ცნობილი სახეების საყვარელი ბრენდია, როგორებიც არიან სტინგი, მადონა, კაილი მინოუგი, მონიკა ბელუჩი, ნაომი ქემპბელი და სხვები.