fbpx
საზოგადოება

ბერძენი პოლიციელი, რომელმაც მოხუც მიგრანტს შეურაცხყოფა მიაყენა, გაათავისუფლეს

გუშინ, საბერძნეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ მორიას ბანაკში მომხდარი ინციდენტის გამო, 4 პოლიციელის წინააღმდეგ, შიდა ადმინისტრაციული გამოძიება დაიწყო.

 

პარასკევს ატვირთულ ვიდეო მასალაში ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთი პოლიციელი უხამსი სიტყვებით თავს ესხმის მოხუც მიგრანტ ქალს, რომელიც საკვების რიგში დგას. სამართალდამცავს სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია, ფორმაში გამოწყობილი სამი თანამშრომელი კი, ამ სასტიკ ინციდენტს ურეაქციოდ უყურებს.

საბერძნეთის პოლიციის უფროსის ბრძანებით, ოთხივე სამართალდამცავი, დაუყოვნებლივ, გამოიძახეს თავიანთ განყოფილებებში, ატიკაში, ედესასა და იოანინაში.

გარდა ამისა, კონკრეტული პოლიციელი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოხუც ქალს, გათავისუფლებულია სამსახურიდან.

დანარჩენი სამი თანამშრომლის ბედი, გამოძიების ფარგლებში გადაწყდება.

 

onalem

ტესტ