fbpx
კრიმინალი

ბერძენი პოლიციელი ალბანეთში მკვლელობისთვის დააპატიმრეს

ალბანეთის პოლიციამ ბერძენი ყოფილი პოლიციელი დააპატიმრა. მას ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ნარკოდილერის მკვლელობა ედება ბრალად.

დაკავებული ბერძენი საბერძნეთის სპეციალური ოპერაციების დანაყოფში 2012 წლამდე მსახურობდა, თუმცა, პოსტი დატოვა, რადგან თავადაც შემჩნეული იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის შემთხვევებში.

პოლიციამ მის გარდა კიდევ სამი პირი დააკავა, რომლებიც ალბანეთის მოქალაქეები არიან. მათ სახლში აღმოაჩინეს იარაღი.

ალბანეთის პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა ანგარიშების გასწორების გამო მოხდა, რომელიც ნარკოტიკების გამსაღებელ ორ დაჯგუფებას შორის კონფლიქტს უკავშირდება.

onalem

ტესტ