fbpx
ჯანმრთელობა

ბერძენი ონკოლოგის თქმით, სიმსივნე მალე ქრონიკული დაავადება გახდება

ბერძენი ონკოლოგ-ქირურგის, იანის სპილიტის განცხადებით, კიბო 10 წელიწადში ქრონიკული დაავადება გახდება.

თესალონიკის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის კონსულტაციის დირექტორმა ეს გასაოცარი განცხადება 104.9 FM რადიოსთან ინტერვიუს დროს გააკეთა. “კიბოს მალე დაამარცხებენ, თუ უკვე დამარცხებული არ არის. 10 წლის შემდეგ იგი მხოლოდ და მხოლოდ ქრონიკული დაავადება იქნება,” – განაცხადა პროფესორმა სპილიტიმ, რომელიც საკუთარ თავში საკმაოდ დარწმუნებული ჩანდა.

“გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კიბოს 25-30 პროცენტი მემკვიდრეობითი მიდრეკილების გამო ჩნდება. 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩვენ მოვახდინეთ ადამიანის გენომის დეკოდირება, ამიტომაც, ახლა გვაქვს შედეგები, რომლის მიხედვით პროგნოზებს მარტივად გავაკეთებთ. ჩვენ შეგვიძლია ჩავერიოთ დაავადების ადრეულ ეტაპზე, რათა არ მოხდეს მისი განვითარება და ავთვისებიანი მახასიათებლების შეძენა,” – განაცხადა ექიმმა.

პროფესორმა დაამატა, რომ ცხოვრების ყოველდღიური რუტინა და მისი გარკვეული გარემოებები ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. კვლევებმა აჩვენეს, რომ დილის 6 საათზე ადრე გაღვიძება კიბოს გაჩენის ალბათობას ზრდის.

“დილის 6 საათამდე, ტვინი თირკმელზედა ჯირკვალს სტრესის ჰორმონის გამოყოფის ბრძანებას აძლევს, რაც ორგანიზმისთვის მავნებელია. ამიტომ, თუ თქვენ 05:30 საათზე გაიღვიძებთ, არ გექნებათ არანაირი დამცავი ფაქტორი წარმოქმნილი სტრესის წინააღმდეგ. სტრესი კი, თუნდაც ეს ემოციური იყოს, კიბოს წარმოშობის ხელშემწყობი მიზეზია,” – განაცხადა პროფესორმა.

გარდა ამისა, ექიმმა აღნიშნა, რომ განქორწინება ზრდის მკერდის კიბოს გაჩენის შანსს ქალებში. სამუშაოდან გათავისუფლებულ მამაკაცებში კი, მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა. მან განმარტა, რომ სამუშაოს დაკარგვა ან განქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად კიბოთი დაავადდებით, თუმცა, ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მის პროვოცირებაში.

ექიმმა სხვა დაკვირვების შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, თუ თქვენ წელიწადში ცხრაჯერ ან უფრო მეტჯერ შეიღებავთ თმას, ეს გაზრდის ლეიკემიის განვითარების რისკს.

პროფესორი ურჩევს საზოგადოებას, რომ არ შეშინდეს, რადგან ხალხი ამ დიაგნოზით 15-16 წელი ცხოვრობს. გარდა ამისა, მეცნიერება უკვე “გამარჯვების” გზაზე დგას და სულ მალე, კიბო განუკურნებელი დაავადება აღარ იქნება.

onalem

ტესტ