fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი მსახიობი პირველად საუბრობს, როგორ სცემა ის საკუთარმა პარტნიორმა

“Παρθένα Ζωή”-ის ვარსკვლავმა, მსახიობმა ვასილიკი პეტრიდუმ, დუმილი დაარღვია და შოუში “Αποκαλυπτικά” პირველად ისაუბრა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ის საკუთარი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

“მე მას ვთხოვე ფული, რომელიც ჩემგან ჰქონდა ნასესხები და შემდეგ ეს ყველაფერი მოხდა. ისიც კი არ შემეძლო მეფიქრა ან მემოქმედა. თვალები საავადმყოფოში გავახილე. ის ყოველთვის პოულობს გზას მითვალთვალოს და შემაშინოს. ეს ყველაფერი ჩხუბის შედეგია, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორთან მქონდა და სურათი თავად ამბობს ყველაფერს. როცა ინტერნეტში ვნახე, თითქოს იგივე ვიგრძენი რაც იმ მომენტში გამოვიარე, … ჩვენ ურთიერთობა გვქონდა და ეს მოხდა…”, ამბობს პეტრიდუ.

onalem

ტესტ