fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამის ბრძოლა შვილის მეურვეობისთვის თურქი დედის გამარჯვებით დასრულდა

საბერძნეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბერძენ-თურქი წყვილის მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან დარჩება, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. ბრძოლა შვილის მეურვეობისთვის ბერძენ მამაკაცსა და თურქ ქალს შორის ძალიან დიდი ხნის მანძლზე მიმდინარეობდა და საბოლოოდ ქალის გამარჯვებით დასრულდა.

გადაწყვეტილება მიიღეს ფაქტის საფუძველზე, რომ ბერძენმა მამაკაცმა, გიორგოს ცაკარიდისმა, ბავშვი იზმირიდან (თურქეთი) თესალონიკში წაიყვანა, (სავარაუდოდ, დედის წინააღმდეგობის მიუხედავად).

თავდაპირველად სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 2, 5 წლის გოგონა მამასთან იცხოვრებდა, თუმცა, დედამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული დასკვნები დადო.

“გოგონას ემოციური სტაბილურობისთვის, ჯობს, რომ მან დედასთან იცხოვროს. მამას კი უფლება აქვს, დღეში მხოლოდ ერთხელ დაეკონტაქტოს შვილს სკაიპის, მობილურის ან რომელიმე სხვა ონლაინ საშუალებით,” აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

onalem

ტესტ