fbpx
სტილი

ბერძენი კაზანოვა ამბობს, თუ რა ეროვნების ქალები არიან საუკეთესოები საწოლში

ხალხური ჟანრის ბერძენი მომღერალი ტასოს ბუგასი ექსცენტრიული სტილით გამოირჩევა: რუჯი, უკან გადავარცხნილი თმა, სიგარა და სათვალე. ის შეიძლება მილიონერივით გამოიყურება, მაგრამ კომედიურ განგსტერს უფრო ჰგავს.

მისი სიმღერების ტექსტების უდიდესი ნაწილი ქალებს, ურთიერთობებსა და სიყვარულს ეძღვნება. თუმცა, ეს მხოლოდ მისი სცენური იმიჯი არ არის, ის ცხოვრებაში 12-ჯერ იყო დაქორწინებული და ასობით საყვარელი ჰყავდა.

მას ერთ-ერთმა ჰოლივუდის პროდიუსერმა დაურეკა და სთხოვა ფილმში არისტოტლე ონასის როლი ეთამაშა, რადგან ის აღფრთოვანებეული იყო მასსა და ლეგენდარულ მილიონერს შორის არსებული მსგავსებით და ბუგასის ქარიზმით.

მომღერალს ძალიან მოსწონს თავის საყვარლებზე საუბარი და იმის მოყოლა, თუ როგორ უთვალთვალებდა მას 10 საყვარელი ერთად და როგორ დააღწია თავი შემდგომ ჩხუბსა და აურზაურს. მას ერთ-ერთ ინტერვიუში ჰკითხეს, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო საუკეთესო საყვარელი, მან კი უპასუხა: ”მე, როგორც კაზანოვამ, ბევრი ქალი გამოვცადე და შევისწავლე, მაგრამ საუკეთესოები მხოლოდ ბერძნები არიან, უმშვენიერესები და ყველაზე ვნებიანები.”

onalem

ტესტ