fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ბერძენი ჯარისკაცები ადრიანოპოლის ციხეში 1 თვეს გაატარებენ

როგორც ცნობილია, ბერძენი ჯარისკაცები თურქეთის ტერიტორიაზე 1 მარტს დააკავეს და ამ დრომდე ადრიანოპოლში, განსაკუთრებული უსაფრთხოების მქონე ციხეში იმყოფებიან.

ΣΚΑΪ-ზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ორი ახალგაზრდის საკითხის განხილვა 30 მარტს არის დაგეგმილი. ეს კი ნიშნავს, რომ მათ ამ დროისთვის უკვე ციხეში ყოფნის 1 თვე შეუსრულდებათ.

დიმიტრის ძანაკოპულოს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, საბერძნეთის ხელისუფლების პირველი საზრუნავი, ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების თემაა. ისინი ცდილობენ სწორი დიპლომატიური სვლებით სიტუაცია დაასტაბილურონ.

თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი აცხადებს, რომ ორი ჯარისკაცის მისი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრით, თურქეთის უსაფრთხოების საკითხი ირღვევა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ბერძნული ხელისუფლება.

onalem

ტესტ