ბერძენი გოგონა, რომელმაც ცერებრალური დამბლა დაამარცხა და ფიტნეს ვარსკვლავი გახდა

22 წლის ბერძენმა გოგონამ, მარიანა სფაკიანაკისიმა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს, საკუთარი ბავშვობის საოცარი საიდუმლო გაამხილა. მან თავისი სოციალური ქსელის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ სერიოზული დაავადება ჰქონდა, ცერებრალური დამბლისგან იტანჯებოდა და სიარული არ შეეძლო.

სფაკიანაკისმა ფიზიოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების ფოტოები გააზიარა. ახლა ისეთი ფიგურის მქონე ახალგაზრდის პოვნა, როგორიც ის არის, ძალიან ძნელია. ფოტოების ქვეშ მან დაწერა, თუ რა რთული გზის გავლა მოუწია და რისი გადატანა მოუხდა დაავადების დასამარცხებლად.

მარიანა საბერძნეთში დაიბადა. როდესაც დედამისი მასზე ორსულად იყო, ექიმებმა ნაყოფის სიკვდილი იწინასწარმეტყველეს და მისი გადარჩენა არც კი უცდიათ. გოგონა ნაადრევად დაიბადა და არასათანადო სამედიცინო ზედამხედველობის გამო, დიდი ხნის მანძილზე უჟანგბადოდ იყო. ამ ყველაფერმა კი საშინელი შედეგი გამოიღო – ტვინის ნაწილობრივი დაზიანება და ცერებრალური დამბლა.

”როგორც ბავშვს, მე არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩემ გარშემო და რატომ ვიყავი სხვებისგან განსხვავებული. ბავშვები ბოროტულად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი, რადგან სიარული არ შემეძლო და ეტლში ვიჯექი,” ამბობს მარიანა.

როდესაც გოგონა 5 წლის იყო, მშობლებმა სიდნეიში გადასვლა გადაწყვიტეს, რათა საკუთარი შვილისთვის მკურნალობის საუკეთესო კურსი ჩაეტარებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ მარიანამ ოპერაცია არ გაიკეთა, ყოველი დღე მისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. მან სიარული დაიწყო. რვა თვის მანძილზე საშინელი ტკივილებისგან იტანჯებოდა და რეაბილიტაცია მისთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ყველაფერი გადალახა.

სისტემატიურმა გამოკვლევებმა მარიანას მისცა ძალა, გამკლავებოდა ფსიქოლოგიურ პრობლემებს და მიეღო ის შედეგი, რაც ახლა აქვს – საოცარი ფიგურა.