fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი დიზაინერი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე არაკომფორტულ ნივთებს ქმნის

ბერძენი დიზაინერი კატერინა კამპრანი ქმნის ნივთებს ყოველდღიური ცხოვრებისთვის, თუმცა, მთავარი არის ერთი რამ – ისინი სრულიად უსარგებლოა. პროექტ”არაკომფორტულის” ფარგლებში ის ამზადებს ყველასთვის ცნობილ და ჩვეულებრივ ნივთებს, თუმცა, მათი გამოყენება შეუძლებელია და ამბობს, რომ ამას მხოლოდ გასართობად აკეთებს.

ის აღიარებს, რომ მისი გადაწყვეტილება, გამხდარიყო სამრეწველო დიზაინერი ქვეყანაში, სადაც რეალურად სამრეწველო ინდუსტრია არ არსებობს, დიდი შეცდომა იყო. ამიტომ რაღაცის შეცვლა და ამ გზით გასვლა გადაწყვიტა.

კრიზისმა მის საქმიანობაზეც იმოქმედა და იმისათვის, რომ დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო, კამპრანიმ გადაწყვიტა შეექმნა აბსურდული ნივთები: ჩანგლები, რომლით ჭამაც შეუძლებელია, სკამი, რომელზეც ვერ დაჯდები, კარი, რომელსაც ვერ გააღებ ა ა.შ.

მისი ნამუშევრების კოლაჟი იხილეთ აქ: https://www.theuncomfortable.com/

onalem

ტესტ