fbpx
საბერძნეთისაზოგადოებაჯანმრთელობა

ბერძენი დიეტოლოგების რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს

ჭარბი წონის მსოფლიო ფედერაციის ექსპერტებმა სიმსუქნე აღიარეს როგორც ქრონიკული, შექცევადი და პროგრესირებადი დაავადება. გარდა ესთეტიკური პრობლემებისა, ჭარბი წონა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ცხიმმა, რომელიც ორგანოებს ერტყმის გარს, შესაძლოა გამოიწვიოს დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.

ათენის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დღის მანძილზე უმჯობესია 6-ჯერ მსუბუქად კვება, ვიდრე სამჯერ და ბევრის მიღება. ხშირი, მსუბუქი კვება ხელს უწყობს ორგანიზმში იგივე რაოდენობის კალორიების შენარჩუნებასა და შაქრის კონტროლს. რაც ყველაზე მთავარია, ასეთ დროს ადამიანი შიმშილისგან არ იტანჯება.

ექიმების მოსაზრებით, სიმსუქნე არის ეპიდემია. ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, პლანეტის ყოველ მე-10 ადამიანს ჭარბი წონა აწუხებს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება.

onalem

ტესტ