fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ბავშვის სულისშემძვრელი წერილი სანტას: “გთხოვ, რომ საჭმელი მომიტანო”

შობის ჯადოსნურ დღესასწაულზე სანტა კლაუსს ბავშვები ძირითადად სათამაშოებს სთხოვენ, თუმცა 8 წლის ალექსი გამონაკლისია.

“ძვირფასო სანტა, მე ალექსი ვარ მე-4 კლასიდან. კარგი ბავშვი ვიყავი, წელს გთხოვ, რომ საჭმელი მომიტანო, რათა დედამ აღარ იტიროს. მას სამუშაო არ აქვს და თუ შეგიძლია, სათამაშოც მოიტანო ჩემი ავადმყოფი ძმისთვის. ძალიან მიყვარხარ,” წერს ბიჭი.

აღნიშნული წერილი პატრასში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში 4 კლასელმა ბიჭმა დაწერა, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ძალიან ბევრმა ბერძენმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდნენ პატარა ბიჭს, რომელსაც საკვები ენატრება და დარდობს, რომ ამის გამო მისი დედა ტირის.

თუმცა, წერილი იმ სასტიკი რეალობის მაჩვენებელია, რომ საბერძნეთში ბავშვების 36,7% სიღარიბის რისკის ქვეშაა.

ალექსისნაირი ბავშვები არიან ყველგან, ჩვენს სამეზობლოში, ჩვენი შვილების კლასსა თუ სკოლაში.

onalem

ტესტ